20 წელი მიესაჯა კაცს, რომელიც სისტემატურად აუპატიურებდა 14 წელს მიუღწეველ დისშვილს

20 წელი მიესაჯა კაცს, რომელიც სისტემატურად აუპატიურებდა 14 წელს მიუღწეველ დისშვილს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა კაცს, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ავრცელებს.

"დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად. მოსამართლე: იზა კელენჯერიძე; პროკურორი: თორნიკე მახათაძე; საქმეში ჩართული იყო მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი ანა სოსელია"- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე მუშაობს phr-ის ადვოკატი ანა თავხელიძე.