თბილისის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში, გუდვილის მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - უწყების განცხადებით, შეზღუდვა ძალაში 2 ივნისიდან შევა და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მერიაში აცხადებენ, რომ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა - შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.