2 700 დოლარის მოტყუებით მითვისების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

2 700 დოლარის მოტყუებით მითვისების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს ერთი ადამიანი, რომელმაც 2 700 დოლარი მოტყუებით მიითვისა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ უდო-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.