17 დღეში მანქანის გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

17 დღეში მანქანის გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

მათივე ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 149 სამართალდარღვევა ქუთაისში გამოვლინდა, 109 - ბათუმში, 80 კი, რუსთავში. 641 ჯარიმიდან 508 ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა, 133 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

"ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება", - წერია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.