საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანზე იძალადა და გააუპატიურა", - აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტში, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.