ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი - 14 წლის გოგო, დედა გახდა. ჩვილი კი რომელიც ბავშვმა გააჩინა გულის უმძიმესი დაავადებით რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. შაბათის ფორმულამ გაარკვია ამ მძიმე ამბის ყველა დეტალი და დაადგინა ფიგურანტები - ვინ მონაწილეობდა გოგოს იძულებით ქორწინებაში. 13 წლის ბავშვი 8 წლით უფროს კაცზე დააქორწინეს - ამბავი იცოდა მთელმა სოფელმა, მაგრამ იძულებითი ქორწინებისთვის ხელი არავის შეუშლია, მეტიც ამ ფაქტის შესახებ პოლიციისთვის არავის მიუმართავს. გამოძიებამაც ყველაფერი მას შემდეგ გაიგო, როდესაც 14 ლის გოგომ იმშობიარა და ამ ამბით მედია დაინტერესდა. შაბათის ფორმულამ ჩაწერა გოგონას ოჯახი, კლასელები, სკოლის დირექტორი და საზოგადოება, რომელიც ამ დრომდე დუმდა.