8-სანტიმეტრიანი ჭრილობა ყელის და ბარძაყის არეში - 12 წლის ანა იანუშაიდიტეს გარდაცვალების საქმის, მძიმე და სკანდალური ექსპერტიზის დასკვნა. ბავშვის სხეულზე ექსპერტმა ჯამში - 39 დაზიანება აღწერა, გარდაცვალების მიზეზად კი ასფიქსია დაასახელა. ოჯახის ვერსიაა რომ 12 წლის ანას დიდ დიღომში, სკვერში აედევნენ, ბნელ ადგილას შეიტყუეს, თუმცა ბავშვის ხმა სკვერში მყოფებმა გაიგეს - ამიტომ მოზარდს პირზე ხელი ააფარეს, რაც მისი გაგუდვის მიზეზი გახდა. ამ ინფორმაციას შაბათის ფორმულას გარდაცვლილის დედა აწვდის.