12 რეგიონი და 37 მაღაზია - საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

12 რეგიონი და 37 მაღაზია - საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 48 წლის კაცმა ქვეყნის 12 რეგიონში, სუპერმარკეტები 37-ჯერ გაქურდა. პოლიციამ ის მორიგი ქურდობის დროს დააკავა, როცა შენიშნეს, რომ მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები გაჰქონდა. მოპარული ნივთები პოლიციამ კაცის ნივთები იპოვა და მაღაზიაში დააბრუნა.

მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში კიდევ 6 მაღაზია გაქურდა 3 სხვადასხვა რეგიონში.

პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა საერთო ჯამში გაურკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა.