ზურაბიშვილი: ვულოცავ ყველას, ვინც PACE-ში საქართველოში დარღვევებზე მტკიცებულებები წარადიგნა

ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება :ერთის მხრივ საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად.

ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით:3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები :პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების განთავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა … ქართული ოცნებისთვის ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია! ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!

წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა.