ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ამერიკასთან ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვის უნარისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენს ჯართან [მიმართებით] ამ დახმარებით. ეს ყველაფერი არის უკვე დიდი საფრთხის ქვეშ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. ამ ქვეყნის მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე დარჩენაში, როდესაც არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, რათა ქვეყანა იყოს დაცული იმისათვის კი არა, რომ მოგონილი ფრონტები დავიწყოთ. დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება არის დღეს საფრთხის ქვეშ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების გადადება შეაფასა.