ზურაბიშვილი: რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს

არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა - ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ამას ჰქვია რუსეთის "მშვიდობიანი პოლიტიკა". საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მათ განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ და არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ჩვენი მომავალი არის ევროპაში.

რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხის, ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე - ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის - ევროპულ ოჯახში ერთად და მშვიდობიანად ყოფნა.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.