ზურაბიშვილი: მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ

მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დროა, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, რომ თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს. დროა, რომ იფიქროთ იმაზე, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როდესაც თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთ ქვეყანაში, ძალიან რთულია, როცა პირობებია, როგორიცაა ვითომ ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია.

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.