ზურაბიშვილი: 14 დღე დარჩა არჩევნებამდე, ყველაფერი კარგადაა - ქარტია შედგა

14 დღე დარჩა არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ რეალურად, მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია რომ შესრულებულია - ქარტია შედგა. ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.