ზივზივაძე: ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი

უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა ორი თამაში წააგეს. ეცდებიან რომ პირველი ქულები მაინც დააგროვონ ამ ერთთა ლიგაზე, თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე, რა თქმა უნდა, ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ვეცდებით, ის ლიდერობა რაც გვაქვს ჯგუფში უფრო გავამყაროთ და ამ ორ თამაშშიც მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენი თავები და მთელი ქვეყანა გახარებული იყოს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ.

განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ. დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინის გუნდს ეთემაშება. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.