ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აკრძალვის მიზეზად ძლიერი წვიმა და მოსალოდნელი ქვისცვენა სახელდება.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება ავტომობილების მოძრაობა.