ზელენსკი: უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ

ზელენსკი: უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი "ახლოსაა დასასრულთან" და მოუწოდა მოკავშირეებს გააძლიერო უკრაინის არმია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც მისი ცოლი ოლენა ზელენსკაც შეუერთდა.

"გამარჯვების გეგმა ეს უკრაინის გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტმა ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტით ABC News-მ გაასაჯაროვა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტს უთხრა, პუტინს კურსკის ოპერაციის "ეშინია".

"ეს სიმართლეა. მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა".

მისივე თქმით, მხოლოდ "ძლიერი პოზიციიდან“ შეუძლია უკრაინას "აიძულოს პუტინი ომის შეაჩეროს".

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც იგი თეთრ სახლში ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება. გარდა ამისა, მას შეხვედრა აქვს დაგეგმილი საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან.