უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მზად არ არის.
"ვფიქრობ, ის [პუტინი] მზად არ არის ამისთვის, რადგან ეშინია სიცოცხლის, ძალიან უყვარს. მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, განსაკუთრებით ადამიანზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან, რომელმაც 21-ე საუკუნეში გააჩაღა სრულმასშტაბიანი ომი მეზობლის წინააღმდეგ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურაია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს.