უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე ფრონტზე მივიდა. მან უკრაინელი საზღვაო ქვეითების პოზიციები მოინახულა.
ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა."ჩვენი დამცველები. ფრონტის წინა ხაზის განყოფილება... დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას."
პრეზიდენტმა განმარტა, რომ იგი ფრონტზე მივიდა, რათა მიულოცოს ჯარისკაცებს მათი დღე - უკრაინის საზღვაო ძალების კორპუსის დღე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.