უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვას X-ზე გამოეხმაურა, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
"მადლობა, ძვირფასო სალომე, გზავნილისთვისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და იმედი მაქვს, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ორივე ერისთვის", - წერს ზელენსკი X-ზე.
19 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინელ ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მე-1000 დღეს გამოეხმაურა.
"1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.
თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან", - თქვა ზურაბიშვილმა.