უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია უნგრეთში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც 47 სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც.
საქართველოდან სამიტში მონაწილეობას იღებს პრემიერი ირაკლი კობახიძე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ამასთან, ადმინისტრაციის თანახმად, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ამასთან, ბუდაპეშტში 8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევის თანახმად, არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.