ზელენსკი: უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები რუსეთთან "ყველა ყველასათვის“ ფორმატში

ზელენსკი: უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები რუსეთთან "ყველა ყველასათვის“ ფორმატში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთთან ტყვეების გაცვლისთვის "ყველა ყველასთვის" ფორმატში.

ეს ზელენსკიმ კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე თქვა.

ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური სიტუაციები.

ახლა კი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანია დატყვევებული რუსეთში და ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდანაც. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები.

უკრაინა მზადაა, გაცვალოს ყველა ყველასთვის და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლისთავზე კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან.