ზელენსკი: თუ ომს არ დაასრულებენ, კრემლში ბომბსაფარების ძიება უნდა დაიწყონ

ზელენსკი: თუ ომს არ დაასრულებენ, კრემლში ბომბსაფარების ძიება უნდა დაიწყონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-ს განუცხადა, რომ თუ რუსეთი ომს არ დაასრულებს, კრემლში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა "უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს უახლოესი ბომბსაფარი."

„მათ უნდა იცოდნენ, სად არის ბომბსაფარები. მათ ეს სჭირდებათ. თუ ომს არ შეაჩერებენ, ის ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“.

ზელენსკიმ თქვა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი მხარდაჭერა აქვს რუსულ სამიზნეებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და იარაღის ქარხნები, თავდასხმების განსახორციელებლად.

მისი თქმით, თუ უკრაინა აშშ-ისგან დამატებით შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიიღებს, კიევი მათ გამოვიყენებთ.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემას განუცხადა, რომ როდესაც ის და ტრამპი ერთმანეთს გაეროში შეხვდნენ, მან ტრამპს კონკრეტული იარაღის სისტემის გადაცემა სთხოვა, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლა მოუწევს. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნულ იარაღზე დამატებითი დეტალები არ გაავრცელა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან „ისინი ტერორისტები არ არიან“. თუმცა, მან მიანიშნა, რომ რუსეთის ძალაუფლების ცენტრები, როგორიცაა კრემლი, თავდასხმის სამიზნეების სიაშია.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ, უკრაინელები ყოველდღე ვუპასუხებთ. თუ ისინი თავს დაგვესხმიან, ჩვენც ვუპასუხებთ“.