ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს

ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრიანებას შეგვიზღუდავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუშლის".

"უკრაინის კონსტიტუცია ცხადყოფს, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა მიმართული", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინულმა ონლაინ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ აშშ-უკრაინას შორის აღნიშნული შეთანხმება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მკაცრი შეზღუდვების გამო, რაც გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ სუვერენიტეტზე.

"არაფერი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არ იქნება მიღებული", - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, 28 მარტს უკრაინამ იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.

"გარიგების ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ამასთან, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს.

მანამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებაზე ქვეყნის პრეზიდენტებს 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი, მაგრამ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრესკონფერეციისას, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კამათის გამო ვერ მოხერხდა.