უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილია.
"უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უსაფრთხოების შესახებ ახალი და უპრეცენდენტო შეთანხმება გააფორმეს. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია, ეს არის რეალობა, რომელიც დადგება ჩვენი თანამშრომლობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი.
განსაკუთრებულად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისადმი. ბრიტანეთი აღიარებს, რომ უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილია. ამიტომ, გარანტიები ძალაში იქნება უკრაინის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2,5 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.