ზელენსკი: "შაჰედები" ცაზე ასახავს პუტინის დამოკიდებულებას აღდგომისადმი და სიცოცხლისადმი

ზელენსკი: "შაჰედები" ცაზე ასახავს პუტინის დამოკიდებულებას აღდგომისადმი და სიცოცხლისადმი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა ბელგოროდის ოლქში კონტროლირებადი ტერიტორია გააფართოვა, ხოლო კურსკის რეგიონში პოზიციებს ინარჩუნებს. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა ხალხის სიცოცხლით თამაში — აღდგომის დღესასწაულზე უკრაინის ცაში "შაჰედის" ტიპის დრონები გამოჩნდა, რაც მისივე თქმით, პუტინის რეალურ დამოკიდებულებას ასახავს ადამიანების სიცოცხლისა და რელიგიური დღესასწაულების მიმართ.

"ახლახან მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისგან. დღეს, ჩვენი ძალები აგრძელებენ აქტიურ მოქმედებას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ინარჩუნებენ პოზიციებს. ბელგოროდის რეგიონში კი ჩვენს ჯარისკაცებს წინსვლა ჰქონდათ და გააფართოვეს კონტროლის ზონა.

რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას, ხალხის სიცოცხლით ითამაშოს — ამ წუთებში, უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საჰაერო განგაში. 17:15 საათზე ჩვენს ცაში დაფიქსირდა რუსეთის იერიშის დრონები. უკრაინული საჰაერო თავდაცვა და ავიაცია უკვე მუშაობენ ჩვენი დაცვის უზრუნველსაყოფად.
"შაჰედები" ჩვენს ცაში ასახავს პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.