ზელენსკი: საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს, მადლობა ჩვენთან ერთად მებრძოლ ქართველებს

მაშინ როდესაც უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, ეს შეაჩერებს არა მხოლოდ რუსული აგრესიული მადის გაფართოებას, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ახლა განვიცდით ჩვენ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ჩვენი გამარჯვება მოუტანს ნორმალიზებას ყველას - გააქრობს რუსულ ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველ ხალხთან, და მე მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან [უკრაინელ სამხედროებთან] ერთად იცავს თავისუფლებას! განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში! თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!

განაცხადა უკრაინის პეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.