უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომი ახალ ეტაპზე გადავიდა.
"ჩვენ ომის ახალ ფაზაში ვართ და ეს ფაქტია. ზამთარი, ზოგადად, ომის ახალი ეტაპია. ზამთარში ომი არამხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ქალაქებშიც მიმდინარეობს.
ზამთარში რუსეთის საჰაერო თავდასხმების საფრთხე ქალაქებზე უფრო დიდია. თავდასხმები მიმართულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს დაბალი ტემპერატურა. ამიტომაა ზამთრის ომი უფრო რთული, მაგრამ უკრაინა არ დანებდება", - ამბობს ზელენსკი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.