დიდი ხანია ვამბობთ, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე. იმიტომ, რომ რუსეთი ტექნიკურად მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების პროვოცირება მოახდინოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერში საშიში ნივთიერებების გაშვება. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ. განვიხილავთ ამ ყველაფერს ჩვენ პარტნიორებთან, რათა ყველამ გაიგოს, რატომ აკეთებს ამას რუსეთი. რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა მათ არც იფიქრონ ასეთ რამეზე.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.