უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის ხიდი უკრაინის სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს.
"ჩვენი მიზანია, მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოგისტიკური გზა... საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.
ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტი, საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ ცხადია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს, უნდა განეიტრალდეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.