ზელენსკი: პუტინს აშშ-ის ეშინია

ზელენსკი: პუტინს აშშ-ის ეშინია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის შეერთებული შტატების ეშინია, რადგანაც, კიევში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, რუსეთის მხრიდან მასშტაბური იერიშები შეწყდა.

მისი თქმით, ამერიკელების უკრაინაში ყოფნის განმავლობაში, პუტინი თავს იკავებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისგან.

"გენერალი კელოგი უკრაინაში ჩამოვიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასობრივი დაბომბვები არ მომხდარა. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. ამ და წინა ღამეს მძიმე თავდასხმები არ ყოფილა. ხალხიც კი ხუმრობს ამაზე და ამბობს, რომ გენერალ კელოგს უკრაინული პასპორტი უნდა მივცეთ და აქ დავტოვოთ. ამერიკელებმა კი უფრო ხშირად უნდა მოვიდნენ ჩვენთან... რას ნიშნავს ეს? რომ პუტინი განზრახ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ როდესაც ამერიკელები აქ არიან, ის ამას არ აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ პუტინს აშშ-ს ეშინია", - თქვა მან.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ივლისს ჩავიდა.

უკრაინის ოფიციალურ პირებთან მისი შეხვედრების მთავარი თემები ავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, უკრაინელი ხალხის დაცვა და აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

კელოგის ვიზიტი უკრაინაში ერთ კვირას გასტანს. ვიზიტისას იგი გაეცნობა რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და უკრაინული არმიის შესაძლებლობების შეფასებებს.