ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს ზელენსკის რიგით მესამე გასვლაა საზღვარგარეთ და პირველი დაანონსებული ვიზიტია.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში განაცხადეს, პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ლიდერები საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შემდეგ მოლაპარაკებები იქნება დელეგაციებს შორის.

ანდჟეი დუდასა და ვლადიმირ ზელენსკის ერთობლივი გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი პირველი ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში აშშ-ში შედგა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. მალევე ამის შემდეგ ზელენსკი ლონდონს, პარიზსა და ბრიუსელს ეწვია.