ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"სატელეფონო საუბარი მქონდა ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან, მარკ რუტესთან. მას მადლობა გადავუხადე ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილების გამო. [ნიდერლანდები] უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება.
ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ჩვენს თავდაცვას და ეკონომიკას გააძლიერებს, არამედ ეს იქნება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირება და შესაძლოა, ჩვენი სხვა პარტნიორები შთააგონოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღონ", - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერთან ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა, მათ შორის არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.