ზელენსკი: ხალხის ერთიანობას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ დიქტატორს

ზელენსკი: ხალხის ერთიანობას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ დიქტატორს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხალხის ერთიანობას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ დიქტატორს. ამის შესახებ მან დასავლელ პარტნიორებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

"ჩვენ ყველანაირ გეოპოლიტიკაზე ძლიერები ვართ. ხალხის ერთიანობას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ დიქტატორს. სიმამაცე - ჩვეულებრივი ხალხური სიმამაცე - აბრუნებს ისტორიის ისეთ ფურცლებსაც, რომლებიც თითქოს არასოდეს დასრულებულა.

მადლობელი ვარ მხარდაჭერის ყოველი პაკეტისთვის, რომელიც ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს ბრძოლაში და ქვეყანას ძლიერებს. მადლობას გიხდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყოველი სანქციისთვის და ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც ამ ომს სამართლიან დასასრულთან აახლოებს", - თქვა ზელენსკიმ.

დღეს რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები იმყოფებიან.