ზელენსკი: მზად ვართ აშშ-ის პრეზიდენტთან ინვესტიციებზე, უსაფრთხოებაზე მტკიცე შეთანხმებისთვის

ზელენსკი: მზად ვართ აშშ-ის პრეზიდენტთან ინვესტიციებზე, უსაფრთხოებაზე მტკიცე შეთანხმებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან რუსეთ-უკრაინის საკითხებში, კით კელოგთან შეხვედრის დეტალებზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მათ პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ.

ზელენსკის ცნობით, მათ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტური ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

"მე მქონდა პროდუქტიული შეხვედრა კელოგთან - კარგი დისკუსია, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გაწეული დახმარებისა და ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, როგორ დავაბრუნოთ ჩვენი სამხედრო ტყვეები და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები.

ამ ომის პირველივე წამიდან, უკრაინა მშვიდობას ეძებს. ჩვენ უნდა შევძლოთ უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა იყოს ძლიერი და გრძელვადიანი, რათა რუსეთი არასოდეს დაბრუნდეს ომით. უკრაინა მზად არის ძლიერი, ეფექტური ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ჩვენ შემოგთავაზეთ შედეგის მისაღწევად ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა. ჩვენი გუნდი მზადაა იმუშაოს 24/7. წარმატება ყველას გვაერთიანებს. ძლიერი უკრაინა-აშშ. ურთიერთობები მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს.

მადლობა კით კელოგს ერთობლივი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად", - წერს ზელენსკი.

***

მანამდე, გამოცემა Reuters-მა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ზელენსკისა და კელოგის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც მათი შეხვედრის შემდეგ იყო დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა.