კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს.
კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ანალიზი რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო გაკეთებული, დამტკიცდა. ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან გამიზნულ, არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე, საუბარი იყო, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ.
როგორც აქამდე აღიკვეთა ეს რევოლუციური ტალღები, ზუსტად ანალოგიურად კანონის დაცვით ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას და სახელმწიფოს ინტერესებს.
ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც USAID-ის ტრენინგის მიზნები იყო განმარტებული.