ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა - 12 დაშავდა

ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა - 12 დაშავდა

ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ორიხივში რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი, პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, 12 ადამიანი კი დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებულთა შორის 4 პოლიციელია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.