
[საქართველოში] ჩვენ ვხედავთ კანონის უზენაესობაზე შეტევას, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევას. ქართულ კოშმარს ქვეყანა ავტოკრატიულ რელსებზე გადაჰყავს. ერთი პარტიის სისტემა ნამდვილად ვერ შეესაბამება პლურალისტურ დემოკრატიას. ჩვენმა პარლამენტმა რამდენჯერმე მოითხოვა ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ აღდგეს დემოკრატია.
თქვა ევროპარლამენტარმა დაინიუს ზალიმასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მზია ამაღლობელის პატიმრობასა და საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას განიხილავენ. [სინქრონული თარგმანი]