ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერობა შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს უკრაინის პრემიერობა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის, ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან სვირიდენკოსთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ამჟამინდელმა ვიცე-პრემიერმა ზელენსკის, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს "კონკრეტული ზომები უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად" და ასევე საკითხები ქვეყნის შიგნით იარაღის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ კონკრეტული ზომები უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, ასევე უკრაინელებისთვის დახმარების პროგრამების გაფართოებასა და ჩვენი შიდა იარაღის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვიწყებთ უკრაინაში აღმასრულებელი ხელისუფლების ტრანსფორმაციას. მე შევთავაზე იულია სვირიდენკოს, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას და მნიშვნელოვნად განაახლოს მისი მუშაობა. მოუთმენლად ველი ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში", - წერს ზელენსკი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პარლამენტი მინისტრთა ახალი კაბინეტს 17 ივლისს დაამტკიცებს.