ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო.

"ყველა ჩვენგანისთვის, ტყვეებისა და პატიმრების საკითხი წარმოუდგენლად მტკივნეულია. ესენი არიან მოზარდები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში იმყოფებიან.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა. რუსეთის ტყვეობაში რჩება მრავალი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო თუ ჩვეულებრივი ხალხი. ჩვენ რომის პაპის დახმარების იმედი გვაქვს", - განაცხადა ზელესნკიმ.