ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ჯორჯია მელონსა და პრემიერმინისტრ სერჯო მატარელას შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან 9 იანვარსაა დაგეგმილი, ხოლო პრემიერმინისტრთან 10 იანვარს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი იტალიაში სხვადასხვა თემას განიხილავს, როგორებიცაა: თავდაცვის მხარდაჭერა; უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება. ასევე, მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია; ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ასევე, დრო დაეთმობა G7-ის ფარგლებში თანამშრომლობის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვას.