ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ "დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა".

უკრაინული მედიის თანახმად, ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში გააკეთა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავდაპირველად, მათ საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ შეცვალეს საქართველოს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა კი იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციებით.

არანაირი სანქციები [არ დააწესეს] პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსია საქართველოში. მათი არჩევანია - მეგობრობა რუსეთთან, მათი არჩევანი ევროკავშირისკენ სვლა არ არის. მათ შეცვალეს პოზიცია, დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.