ვოლნიანსკზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ვოლნიანსკზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ქალაქ ვოლნიანსკზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი ავრცელებს.

"ამ დროის მონაცემებით გვაქვს ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ. კლინიკაში 20 ადამიანი გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში არის 7 მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვია. რუსეთი კლავს ჩვენს ხალხს და ანადგურებს ჩვენს ქალაქებს. მტერმა უნდა პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე", - ამბობს ფედოროვი.