ივანიშვილის ხელისუფლება მოკავშირეს მასპინძლობს. მეორე დღეა, საქართველოში ვიზიტით ვიქტორ ორბანი იმყოფება. უნგრეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ის ლიდერია, რომელთანაც ბრიუსელს ყველაზე მეტი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით დემოკრატიის კუთხით. უნგრეთის პრემიერმინისტრი ადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტის დროს.