ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე. ამ ეტაპზე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის უვიზო რეჟიმის გაუქმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჟურნალისტებსა და მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, ძალიან მაღელვებს, სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა ხელმისაწვდომი გახადა დამატებითი რესურსები ჟურნალისტთა დასაცავად. დამატებითი რესურსები გავხადეთ ასევე ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც რეპრესიების შედეგად საპროტესტო აქციებზე დააკავეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვისაც სურს საქართველოს ევროპული გზისთვის მუშაობა. ჩვენ ვართ კრიტიკული საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ოდირის ანგარიშის გათვალისწინებით.
თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.