ვაშაძე: ვულოცავ ჩვენს მეგობარს, მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას!

ვულოცავ ჩვენს მეგობარს, ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და VVD-ს ლიდერს, მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას!

დარწმუნებული ვარ მისი არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას!

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე მომდევნო გენერალურ მდივნად დღეს აირჩიეს.