ვაშაძე: უკვე გავგზავნე განცხადება, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი

ვაშაძე: უკვე გავგზავნე განცხადება, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, უკვე გაგზავნა განცხადება პარლამენტში, მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.

"უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში თავისი უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრაში მონაწილეობა ოცნების 88 წევრმა მიიღო და მხარი ყველამ დაუჭირა.

მათ უფლებამოსილება ცნეს 150-ვე დეპუტატის, მათ შორის ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.