[წვრთნების შეჩერება] ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ფუნდამენტურად იწყებს სრულად სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას - არამარტო სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკის სფეროშიც. უბრალოდ რით უნდა იარსებოს საქართველომ, თუ ეს ყველაფერი გაწყდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან. კარგია ის, რომ მხოლოდ [წვრთნების] შეჩერებაზეა საუბარი და 26 ოქტომბერს ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ არათუ უკან დავაბრუნოთ ყველა ის სიკეთე რაც გვქონდა ამერიკისგან, არამედ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, აშშ-ის მიერ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით.