ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია, რას ვიზამთ, რომ შევიკრიბებით იქ გეტყვით

შაბათს გვექნება დიდი აქცია, რომელსაც რაღაც პერიოდში დავაანონსებთ. რას ვიზამთ შაბათს, რომ შევიკრიბებით იქ გეტყვით. ღიად ვსაუბრობთ, რომ წინასწარ არ ვაცხადებთ, რა ნაბიჯს ვდგამთ აქციის დღეს, ამით თვითმარქვია ხელისუფლებას არ ვაძლევთ წინასწარ მომზადების შესაძლებლობას.

შევიკრიბებით შაბათს, დაახლოებით, იმავე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და უკვე იქ გეტყვით, რას ვაპირებთ უშუალოდ იმ დღეს. რა თქმა უნდა, ვემზადებით 25-26 ნოემბრისთვის.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გადაცემა სანაიას ეთერში განაცხადა.