რუსული კანონის მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი სანქციებთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან.
ერთდროულად ამ ორი ქმედების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ემუქრება ეკონომიკური განადგურება და ამ საფრთხის წინაშე გვაყენებს ივანიშვილის პარტია! რუსული კანონის მიზანი არის სწორედ ეს, მაგრამ მინდა, პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე და აუცილებლად დადასტურდება ხვალაც 7 საათზე, სადაც ყველა უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და მომავალშიც. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც არასდროს, რათა თავიდან ავირიდოთ ეკონომიკის ჩამოშლა, გაბანკროტება და ქვეყნის სრული იზოლაცია.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.