დღე მესამე - აქ ვართ, აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, ვართ ყველანი ერთად. [...] ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად, იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ, როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ.
მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლებად იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ, მოისმინეთ ხალხის ხმა, დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით ცრუ საუბარს თავი, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ.
თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.